ბრძოლა კომპრომატებით, ჩანაწერებითა და ბრალდებებით – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვნებათაღელვა არ წყდება. გასულ კვირასაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ისმოდა ურთიერთბრალდებები, რის სააშკარაოზე გამომტანიც, პარტიის ორი ძირითადი ფლანგია – მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და ყოფილი ძალოვნების მხარდაჭერილი, ლევან ხაბეიშვილის. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი მორიგ ჯერზეც რადიკალურ დღის წესრიგს აანონსებს, რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და ციხიდან სააკაშვილის ფიზიკურად გამოხსნით აპელირებს.
პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს ნიკა მელიაც და ხაბეიშვილის გუნდის ძირითად პრობლემად მერაბიშვილ-კეზერაშვილის არაფორმალურ მმართველობას ასახელებს, მელიას გუნდის წევრი ბაჩო დოლიძე კი ამბობს, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის ყოფნა არათუ ხელისუფლებაში ოპოზიციაშიც კი საშიშია.
მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი ეკა ხერხეულიძე არ ერიდება იმის თქმას, რომ ეს თანამდებობა ხაბეიშვილისთვის ნაადრევია. ამ თემაზე გასულ კვირას „მოამბის“ გუნდმა არაერთი რეპორტაჟი მოამზადა, თუმცა კიდევ ერთხელ ნოდარ ჩაჩუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული უთანხმოების ზოგად სურათს გიჩვენებთ.