შიდა უთანხმოება და კონფლიქტი საჯარო გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება ოფიციალურად დადასტურდა.
დავით კეზერაშვილის მწვავედ გაკრიტიკების გამო ნიკა მელიას თანაგუნდელების ნაწილი გაემიჯნა, თუმცა ირკვევა, რომ თავმჯდომარის მიმართ პრეტენზიები თანაპარტიელების გარდა მხარდამჭერების და აქტივისტების ნაწილსაც აქვს. მათ შორისაა მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ოფისში შეჭრასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს, თავად მუმლაძე კი არასწორი სტრატეგიის არჩევის გამო მელიას გადადგომას ითხოვს.
რა ხდება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის შიგნით, დასრულდება თუ არა შიდა დაპირისპირება მოქმედი თავმჯდომარის გადაყენებით, დაყოფილია თუ არა გუნდი რამდენიმე ჯგუფად და ვინ ცდილობს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თემის უკანა პლანზე გადაწევას – მართალია, პარტიის ლიდერები შიდა დაპირისპირებას არ ადასტურებენ და მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებენ, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა გავლენებსა და კონფლიქტის მიზეზებზე მხარდამჭერები კონკრეტული გვარებით იწყებენ საუბარს.