პარტიის თავმჯდომარის არჩევნები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ახალ ლიდერს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია 28-29 იანვარს დაგეგმილი კენჭისყრით აირჩევს. კენჭისყრაში მონაწილეობა პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შეუძლიათ, რომლებმაც შესაბამისი ონლაინ რეგისტრაცია გაიარეს. ასეთი კი, დღეის მონაცემებით 50 000-მდე მოქალაქეა.
რეგისტრაციის პროცესი დღეს დასრულდა.