„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ვითარება პოლიტიკური შეფასებების საკითხია – ახალი თავმჯდომარის შიდაპარტიული არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის დაპირისპირება იზრდება. ხაბეიშვილმა მელია მორიგჯერ დაადანაშაულა უმოქმედობაში და განაცხადა, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე რეგიონებში საკრებულოების წევრებს მისი მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს ნაცვლად იმისა, რომ ეაქტიურა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში.