დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ვითარება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევნების შემდგომ შიდაპარტიული დაპირისპირება ჩაცხრება, თუმცა მანამდე პარტიის შიგნით აზრები ორად იყოფა, თუ რომელ პლატფორმას გამოიყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის ასარჩევად – „ბლოქჩეინს“ თუ „ფეისბუქს“.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აფასებს მმართველი პარტიაც.