„ნაციონალურ მოძრაობაში“ ხატია დეკანოიძის დაბრუნებას პარტიის ერთი ნაწილი უკმაყოფილებით შეხვდა. „საპარლამენტო სიის ხათრით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში,“ – წერს სოციალურ ქსელში ანი წითლიძე. ის მიმართავს დეკანოიძეს, ჩავიდეს ზუგდიდში და აუხსნას მოსახლეობას, თუ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ.