ერთკვირიანი პროტესტის მიუხედავად, ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ხვალიდან დაიწყება. მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელშეკრულებით, არა მხოლოდ ბაღის შენარჩუნება, არამედ დამატებითი რეკრეაციული ზონის მოწყობის ვალდებულებაც აღებული აქვთ. მიმდინარე პროცესის კანონიერებაზე მიუთითებენ დედაქალაქის მთავრობაში. ადგილობრივებს კი დაპირებების არ სჯერათ და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. „ანას ბაღთან“, სადაც დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო, ისევ კარვებია გაშლილი.