დაპირისპირება მმართველ გუნდსა და „ძალა ერთობაშიას“ შორის

წინასაარჩევნო ფონი მწვავდება. „ქართული ოცნება“ ყოფილ მმართველ პარტიას მძიმე ბრალდებებს უყენებს. პარტიის ლიდერები ოპონენტებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის პროვოკაციების მოწყობაში და მის მიერ წარმოებული კამპანიის ხელშეშლაში ადანაშაულებენ.

სახელდება კონკრეტული ფაქტები, მათ შორის ბათუმში, ხელოვნების სასახლეში გამართული დღევანდელი შეხვედრა.

მმართველი გუნდი გაერთიანებულ ოპოზიციას პრემიერის გაყალბებულ ხელმოწერასაც ახსენებს. არანაკლებ მწვავეა ოპონენტების პასუხი. ოპოზიცია დღევანდელ განცხადებებს არჩევნებზე მოსალოდნელი მარცხის შიშით ხსნის.