ბოლნისის შემდეგ დაპირისპირების ახალი კერა მარნეულია.
საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომისიის ერთ-ერთ თანამშრომელს. მანამდე კი შენობის შესასვლელთან ერთმანეთს სიტყვიერად „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ორივე პარტია მომხდარს სხვადასხვანაირად აღწერს და პროვოკაციის მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებს. არაუფლებამოსილი პირების მიერ საოლქო კომისიაში შეჭრის და კომისიაზე ზეწოლის მცდელობა – ასე ეხმაურება მომხდარს ცესკო და ფიქრობს, რომ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარე დაძაბული წინასაარჩევნო ფონის შექმნას ცდილობს. გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს გამოკითხვები.
რუსუდან ლოლაძე გვერთვება მარნეულიდან.