ბოლნისის შემდეგ დაპირისპირების სერია დღეს მარნეულშიც იყო.
საოლქო საარჩევნო კომისიასთან ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, გარკვეული პერიოდით პარალიზებული იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
რუსუდან ლოლაძე მუშაობს მარნეულში.