სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში.
ვითარება დღეს გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაიძაბა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია გაჩეჩილაძე და ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ. ფიზიკურ შეხლა-შემოხლას წინ სიტყვიერი შეკამათება უძღოდა. კომიტეტი სოფლის მურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს უსმენდა. გია გაჩეჩილაძემ გიორგი ვაშაძე ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებაში დაადანაშაულა, რასაც ვაშაძის პასუხი მოჰყვა და ვითარება მალევე გამწვავდა. კომიტეტის სდომაზე აუცილებელი გახდა ტექნიკური შესვენების გამოცხადება. დაპირისპირებული მხარეები კი მანდატურის სამსახურმა გააშველა.