დაპირისპირება ხარაგაულის საკრებულოში

ხმაური იყო ხარაგაულის საკრებულოში – უკმაყოფილება „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მერია ერთ პირთან მოლაპარაკებით 290 000-ლარიან ხელშეკრულებას აფორმებს, რაც მათი თქმით, კითხვებს აჩენს. მათივე განცხადებით, ხარაგაულში სოციალური პრობლემებია და 300 000 ლარამდე თანხა საახალწლო ღონისძიებებისთვის არ უნდა დაიხარჯოს. დაგეგმილი ღონისძიება საკრებულოს სხდომაზე მერის მოადგილემ წარადგინა.