ხმაურით დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა. 10 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს და პროცესის შეჩერებას სთხოვს.
ახალი კონსტიტუციით, სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა განიხილოს ის ათი კანდიდატურა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს დაასახელა და პარლამენტს წარუდგინა.
საბჭოს არამოსამართლე წევრები უმაღლეს საბჭოს პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათ აინტერესებთ, რატომ არ იმსჯელა კანდიდატებზე საბჭომ წინასწარ და რა კრიტერიუმებით მოხდა კანდიდატურების შერჩევა.
შეფასებების დროს არაერთხელ ახსენეს სასამართლო სისტემის კლანური მმართველობა და ის გახმაურებული საქმეები, რომლებიც დღეს დასახელებულ რამდენიმე კანდიდატს უკავშირდება.