დაპირისპირება გრიგოლ მიქელაძესა და შოთა შალელაშვილს შორის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, გრიგოლ მიქელაძესა და შოთა შალელაშვილს შორის დაპირისპირება.

გრიგოლ მიქელაძე ამბობს, რომ შალელაშვილი 2012 წელს მისი ბიზნესპარტნიორი გახდა  და მან „ისნის სავაჭრო ცენტრში“ დაახლოებით 3,5 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. მოგვიანებით, ბიზნესიდან გავიდა და მისი კუთვნილი კომპანიიდან საკუთარი ინვესტიციის გარდა, 600 000 ლარი პროცენტის სახით მიიღო, ხოლო 120 000 დოლარი დივიდენდის სახით. დეპუტატის ცნობით, ამჟამად, მისი იურისტები არკვევენ, შალელაშვილის ბიზნესიდან გასვლის რა  მიზეზი ჰქონდა და ეს თანხა რა წარმომავლობის იყო. შალელაშვილს დღეს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.