დაპირისპირება დმანისში - პოლიტიკური შეფასებები

წინასაარჩევნო დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი ისევ ქვემო ქართლია – მედიის ყურადღების ცენტრში ამჯერად დმანისია, სადაც გუშინდელი ინციდენტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ სამი მხარდამჭერი დაზარალდა. მათ შორის ორი ცივი იარაღით არის დაჭრილი და კლინიკაში იმყოფება. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სოფელ განთიადში ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. ამ ეტაპზე დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი – განთიადში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი. გუშინდელმა ფაქტმა წინასაარჩევნო დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები კიდევ უფრო გაამწვავა.