დაპირისპირება და კომპრომატებით ომი „ნაციონალურ მოძრაობაში“

ფარული ჩანაწერები და კომპრომატებით ომი – რამდენიმე ბანაკად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიულ არჩევნებამდე დაპირისპირება პიკს აღწევს.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომლის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ჩანაწერებში ნიკა მელია პარტიის დამფუძნებელთან შემდგარ დიალოგზე საუბრობს. ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს და მას შანტაჟში ადანაშაულებს. გავრცელებული ჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკებს შორის ახალი დაპირისპირების საფუძველი გახდა. ნიკა მელიას მხარე ჩანაწერების გავრცელებაში ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრების, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის კვალს ხედავს და ყოფილი ხელისუფლების გავლენიანი მაღალჩინოსნების ბრძოლის ტაქტიკას მიუღებელს უწოდებს. თავად ხაბეიშვილი კი ჩანაწერებთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნებამდე 18 დღით ადრე.