დაპირისპირება ბაკურიანში

პოლიტიკური განხილვის თემა ხდება ბაკურიანში მომხდარი ინციდენტი.

მამაკაცს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთან სიტყვიერ დაპირისპირებას ედავებიან, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებული თავადაც აღიარებს, რომ ანრი ოხანაშვილს კაფეში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, თუმცა მომხდარს ალკოჰოლის ზემოქმედებით ხსნის და ფიზიკურ დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს.

ინციდენტის დეტალებს იხსენებს თავად ოხანაშვილიც, რომელიც შემთხვევის დროს მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ინციდენტის დროს მოძრაბა „ლელოს“ წევრი ემუქრებოდა კიდეც. ადმინისტრაციულის გარდა, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

ოპოზიციის ნაწილის გარდა ცოტა ხნის წინ ფაქტი მკაცრად დაგმო სახალხო დამცველმა.