დაპირისპირება აშშ-სა და ირანს შორის   

ომანის ყურეში ნავთობის ტანკერებზე მომხდარმა თავდასხმამ, აშშ-ს და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.

ამერიკის თავდაცვის სამინისტრო ირანს მტრულ მოქმედებაში ადანაშაულებს. ოფიციალური თეირანი ბრალდებებს უარყოფს და პარალელურად ბირთვული შეთანხმების ზოგიერთი პუნქტის დარღვევას აპირებს. დაძაბულობის ფონზე, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკავშირი, ჩინეთი და რუსეთი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.