დანიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და დანიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესი და შესასრულებელი პუნქტები იყო განხილვის თემა. ხაზი გაესვა დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას საქართველოში. აღინიშნა, რომ ურთიერთობა ახალ, კიდევ უფრო მჭიდრო ეტაპზე გადავიდა.

დანიის საპარლამენტო დელეგაციის მხრიდან ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს. დანიელმა კანონმდებლებმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ შეუქცევადი მხარდაჭერა დაადასტურეს.