საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით საქართველოში იმყოფება დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და წიგნის, „კონსტრუქციული ახალი ამბები“ ავტორი, ულრიკ ჰააგერუპი.
ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა არხის პროდიუსერებთან, ჟურნალისტებთან და რედაქტორებთან, ხვალ კი სასტუმრო „რედისონში“ დაგეგმილია კონფერენცია, რომელსაც არხის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. დღევანდელ შეხვედრაზე ულრიკ ჰააგერუპმა ისაუბრა კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე. საჯარო ლექციის პარალელურად დანიელმა სტუმარმა ჩაატარა ვორქშოფი, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომებს საქართველოს პირველი არხი პრაქტიკაში უკვე იყენებს. ულრიკ ჰააგერუპთან ერთად საქართველოში იმყოფება მისი კოლეგა, ნორვეგიის ტელევიზიის რედაქტორი, ინგრიდ თინ-მან-სვიკი.