საქართველოში დანიის ელჩი, ენ ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ელჩის დაბარების სავარაუდო მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა, რომელშიც არსებული ინფორმაციით დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს. საკითხს დანიის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება დანიური სტატიიდან ამოღებული ამონარიდი. საელჩოს კი არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან.