პრობლემა, რომელიც ქუთაისში ცოტა ხნის წინ მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
30 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე მოკლულის ორი მეზობელიცაა დაკავებული, რომლებსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. თვითმხილველებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ დანაშაულს წინ ყვირილის და ჩხუბის ხმა უძღოდა, რომელიც მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ესმოდათ. თუმცა პოლიციაში შეტყობინება დაგვიანებით შევიდა. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ დანაშაულებრივი ფაქტის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავების ფაქტები თითქმის ყოველთვე ფიქსირდება. გენო ოსიყმაშვილი არკვევდა დანაშაულის შემსწრეთა გულგრილობის მიზეზებს.
ფსიქოლოგები გამოსავალს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების დანგრევაში ხედავენ.