ლიანა ისაკაძეს დღეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ქართველი მევიოლინე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან ცოტახნის წინ გამოასვენეს. მანამდე კი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. მუსიკოსი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1995 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრს. 1992 წელს გერმანიაში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია. ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი იყო; ის ვუნდერკინდებს განეკუთვნებოდა, რადგან მევიოლინე სამი წლის ასაკში გახდა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.