ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები დღეს საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, რობიზონ მაქაძეს გამოემშვიდობნენ. ჩვენი კოლეგა ტელევიზიაში 1983 წლიდან მუშაობდა და მრავალი საინტერესო მოვლენისა თუ პროცესის უშუალო თვითმხილველი იყო. 1996 წლიდან ის სამცხე ჯავახეთში დაბრუნდა და „მოამბის“ რეგიონულ ბიუროს წარმოადგენდა.
ხანგრძლივი სტაჟისა და გამოცდილების მქონე ოპერატორი, სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად აგრძელებდა მუშაობას და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი სიახლეების მიწოდებას.