დამშვიდობება „დონ კიხოტთან“

პრიმა ბალერინა ლალი კანდელაკი ჩელიტას პარტიას ბოლოჯერ შეასრულებს.

30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის შემდეგ ცნობილი მოცეკვავე მის ყველაზე გამორჩეულ როლს ემშვიდობება. ჩელიტა ლალი კანდელაკს მსოფლიოს არაერთ სცენაზე აქვს ნაცეკვი. 16 ნოემბერს კი დონ კიხოტი მისი მონაწილეობით თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრში ბოლოჯერ იქნება წარმოდგენილი.

ცნობილ ბალერინას გამოსამშვიდობებელ სპექტაკლზე პარტნიორობას ამერიკელი მოცეკვავე ბრუკლინ მაკი გაუწევს.