თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში, პროფესიული უნარების სააგენტოს და USAID-ის პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის კურსდამთავრებულებმა ფინალური ნამუშევრები წარადგინეს. „პარტნიორობა პროფესიების განვითარებისთვის“ მიერ დაფინანსებული მოკლევადიანი პროგრამების ფარგლებში სტუდენტებმა ოთხი მიმართულების კურსი შეისწავლეს: ხმის რეჟისურა, განათების ტექნიკოსი, კონტენტის შემქმნელი და სარეკლამო ფოტოგრაფია. აღნიშნული პროგრამების თეორიულ სწავლებაში ჩართული იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდი და „კიკალა სტუდიო“.