საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გააკეთა. მთავრობის მეთაურმა პროცესში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა ისიც, რომ ახლა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაა, რაც ქართველების ოცნების ახდენას შესაძლებელს გახდის.
პრემიერ-მინისტრის მიერ ბერლინში გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში პოლიტიკოსები აფასებენ.