კიდევ ერთი ქალაქი, სადაც დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ, მცხეთაა. მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე სამხედრო ფიცი დადეს ახალწვეულებმა. ცენტრალურ მოედანზე კი გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია საგამოფენო და შემეცნებითი სივრცეები. ერთ-ერთი მთავარი წერტილი კი ღვინის სივრცეა, სადაც მოქალაქეები ქართლის ჯიშის ღვინოს დაგემოვნებას სომელიეს თანხლებით შეძლებენ.