ქალაქ გორში მიჩურინისა და გორიჯვრის ქუჩებზე არსებული ფერდობი დაიმეწყრა. სტიქიური პროცესი თებერვალში, უხვი ნალექის შედეგად გააქტიურდა. ადგილზე იყვნენ გეოლოგები. იდენტიფიცირებულია 20 ოჯახი, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. ქალაქის მუნიციპალიტეტმა ისინი უკვე რამდენჯერმე გააფრთხილა და ქირით გაყვანა შესთავაზა. თუმცა, მერიის ამ წინადადებას ჯერ მხოლოდ ორი ოჯახი დათანხმდა.
ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი დეტალებით.