დამატებითი ვადა „სითი ინსტიტუტს“ - შეფასებები მერის გადაწყვეტილებაზე
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა „სითი ინსტიტუტმა“ პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს.
თბილისის მერიამ კომპანიას დოკუმენტში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებითი ვადა მისცა, რომელიც საბოლოოა.
გადაწყვეტილება კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომელსაც წინ პროექტის ავტორებთან ერთსაათიანი დახურული შეხვერა უძღოდა. კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის დადებაში.
როგორ აფასებენ თბილისის მერის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები.