დამატებითი სესია ეროვნულ გამოცდებზე

გამოცდების ეროვნულ ცენტრში მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთა დამატებითი სესია ჩატარდა. ზაფხულის საგამოცდო სესიები სწორედ დღეს სრულდება, მათ შორის აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც გამოცდაზე დროულად გამოცხადება კოვიდის გამო ვერ შეძლეს. უკვე ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, შესაბამისად, ცენტრი ახლა აპელაციის პროცედურებს იწყებს. სააპელაციო განაცხადის გაკეთება აბიტურიენტებს 8-დან 10 აგვისტომდე შეეძლებათ. განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად მიიღება.