მსხვერპლი, განადგურებული სახლები, დატბორილი ინფრასტრუქტურა – ფლორიდის შტატს „ელენის“ შემდეგ კიდევ ერთი ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა. მიუხედავად იმისა, რომ შტორმთან გასამკლავებლად ზომების მიღება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ადგილობრივების ნაწილი თავშესაფრებშია გადაყვანილი. ქარიშხლის სიმძლავრე ხმელეთზე გადასვლისას ოდნავ შესუსტდა და მესამე კატეგორიით განისაზღვრა, თუმცა პროგნოზები მაინც საკმაოდ მძიმეა. სტიქიური უბედურების ზონაში წყლის დონის კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან.