დამანგრეველი მიწისძვრა ტაივანის კუნძულზე

დამანგრეველი მიწისძვრა ტაივანის კუნძულზე.

სტიქიას მსხვერპლი და შენობების ნგრევა მოჰყვა. დაშავებულია 1 000-მდე პირი. ათეულობით ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებში რჩება. მოქალაქეების ნაწილი მთებს შორის გამავალ გვირაბებშიც მოჰყვა. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰუალიენის რეგიონია.