უკრაინა ერთადერთი არ არის, რომელმაც აშშ-სგან ფინანსური დახმარება მიიღო. წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის 26 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. კანონპროექტი ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებებს, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების შევსებას ითვალისწინებს. კონკრეტულად, დახმარების პაკეტიდან ოთხი მილიარდი სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის იქნება გამოყოფილი, ხოლო მილიარდ ორი მილიონი დოლარი თავდაცვის სისტემებზე დაიხარჯება. ფინანსები გადანაწილდება მოწინავე იარაღის სისტემებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვისაც.