ბავშვთა სიღარიბის გაზრდილი მაჩვენებლების შესამცირებლად სოციალური დახმარების პაკეტი იზრდება.
სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ზღვარი 100 000 ქულიდან 120 000 ქულამდე აიწევს, ამ ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების არასრულწლოვანი წევრები გაორმაგებულ დახმარებას მიიღებენ.
უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ეს გაერო-ს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევის შედეგებმაც აჩვენა. ცალკე პრობლემაა განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა. საკმაოდ გაზრდილია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც სასკოლო განათლება საერთოდ არ მიუღიათ.