პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით საჭირო ინვენტარი დევნილთა სააგენტოსგან საჩუქრად გადაეცა.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰქონდეთ საკუთარი მზარდი შემოსავალი და თავად შექმნან სამუშაო ადგილები. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ.