თბილისის საქალაქო სასამართლო გუშინ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების ადმინისტრაციულ საქმეებზე მსჯელობს.
მოსამართლე ოთხი პირის საქმეს განიხილავს. გიორგი ვაშაძის და კიდევ 5 პირის ადმინისტრაციულო საქმეების განხილვა კი კიდევ ერთხელ გადაიდო. ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომლის მიხედვიტაც კოდექსის ის მუხლები, რომლითაც დაკავებულებს ედავებიან, არაკონსტიტუციურია და საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს. 6 პირის საქმის განხილვა 17 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.