დაკავებულთა სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და გუშინ აქციის დროს დაკავებული კიდევ 5 პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა ამ წუთებში იწყება.

„დღეს მეც გიორგი ვაშაძე ვარ“, – ამ ლოზუნგით შენობასთან პერფორმანსი მოეწყო.   პერფორმანსის ირგანიზატორების განცხადებით, ვაშაძის დაკავება უკანონოა.   ვაშაძის და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი სხვა პირების საქმეს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი იხილავს. თავად გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ პატიმრობა შეეფარდოს. სასამართლოში მხარდასაჭერად პოლიტიკური ლიდერებიც იმყოფებიან.