თბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინ პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის, ბესიკ გაზდელიანის პროცესი გაიმართა. ის პარტია „ნაციონალური მოძაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, იკავებდა გზის სავალ ნაწილს და ხელს უშლიდა მოქალაქეთა გადაადგილებას. მისივე თქმით, ბესიკ გაზდელიანი ყვიროდა და იყო აგრესიული.
დაკავებულის ადვოკატი შსს-ს წარმომადგენლის განმარტებას არ ეთანხმება. მისი თქმით, პოლიციელის მოწოდება იყო უკანონო, რადგან ბესიკ გაზდელიანის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული სახდელის სახით შსს-მ ჯარიმა მოითხივა, დაკავებული პირის ადვოკატმა კი, სამართალწარმოების შეწყვეტა, უკიდურეს შემთხვევაში კი, სიტყვიერი გაფრთხილება. მოსმართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბესიკ გაზდელიანი ორი ათასი ლარით დააჯარიმა.