დაკავება ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტი გამოავლინეს.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.