ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა. ფაქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოხდა. ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად დაამზადა და 550 დოლარად გაასაღა შსს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა ამ მოწმობის გაცემის შესახებ. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.