სუს-მა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, კანონდარღვევა ირანის მოქალაქეებმა ჩაიდინეს.
გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. ჰავალას მეთოდით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად.