დაკავება თაღლითობისა და კიბერდანაშაულის ბრალდებით

თაღლითობისა და კიბერდანაშაულის ბრალდებით, სამართალდამცველებმა კომპანია ეფიქს ბიზნეს გრუპის  სამი დამფუძნებელი დააკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 თვის განმავლობაში ოპერატიული და საგამოძიებო  ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით 50 მოქალაქე მოატყუეს. სქემა კი ასეთი იყო: თუ ეს მოქალაქეები მითითებულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა.

გამოძიების ცნობით, ასევე მოხდა უკანონოდ დაზარალებულთა კომპიუტერული მონაცემების შეცვლა, თითქოსდა მათ დასარწმუნებლად, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს.  საბოლოოდ, კომპანია უკანონოდ დაეუფლა ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას. კომპანიის დამფუძნებლების ადვოკატი მოგვიანებით აპირებს განცხადების გაკეთებას.

მოამბე