თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოებისა და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს ჰპირდებოდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ კონდუქტორისთანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი.