კოვიდ-პანდემიის პირობებში დაწესებული 200 ლარიანი დახმარების თაღლითურად დაუფლების სქემა გამოავლინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
დაკავებულია სამი პირი. გამოძიების ოფიციალური ვერსიით საქმე ეხება ყალბი დოკუმენტების დამზადებას და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების მოტყუებით დაუფლების ფაქტებს. სამი დაკავებულიდან ერთ-ერთი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრი, თამაზ შოშიტაშვილია. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, შოშიტაშვილი დაკავებას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. დაკავებულების გამოკითხვა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.