თბილისში, არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოვლინდა. ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 და 2007 წლებში დაბადებულ მოზარდებს,
უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ის ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მათ მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგრო ვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.