ოკუპანტების მორიგი პროვოკაცია – უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. გატაცება ოკუპირებული სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა. დაკავებულია ლაშა ხეთერელი. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.