დაკავება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამი პირი პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, არასათანადოდ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობები – არ გაუწიეს სათანადო კონტროლი და ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოებს. შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა. სასჯელი ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.