დაკავება სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე

სამართალდამცველებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით შვიდი პირი მისცა პასუხისგებაში, მათგან ორი დააკავა. ერთი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ხოლო მეორე – ყოფილი თანამშრომელია.

გამოძიების ცნობით, ისინი გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით შეეცადნენ საჯარო რეესტრში გატარებას მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული 4 690 კვადრატული მეტრი ნაკვეთისა, რომლის ღირებულება 53 000 ლარს შეადგენს. დანაშაული ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.