შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, გურიასა და აჭარაში ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 14 ფაქტზე 12 პირი დააკავეს, 11 კი ამხილეს. აღკვეთილია ქურდობის ორი ფაქტი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტატანისში მდებარე სასაფლაოდან 7 საფლავის კარი და ღობის დეტალები მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გარდა ამისა, აღკვეთილია ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი. გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა პირებმა ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 220 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.